2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურას ბევრი დიდებული სახელი ამშვენებს,მათ შორის უპირველესი შოთა რუსთაველია.რუსთაველის გენია შეუდარებელია. "ვეფხისტყაოსანი" კი ის ძვირფასი საუნჯეა, რომელსაც დრო და ჟამი ვერაფერს დააკლებს. რუსთაველი საქართველოს ისტორიის "ოქროს ხანად" წოდებულ ეპოქაში ცხოვრობდა, მიუხედავად ამისა, ცნობები რუსთაველის შესახებ ცოტაა შემონახული.კარგი იქნებოდა მისი ცხოვრება და მოღვაწეობა გამოგვეტანა სააშკარაოზე,აგრეთვე კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდნენ მოსწავლეები მის უკვდავ პოემას და მათი დასკვნები გაგვეცნო საზოგადოებისთვის ჩემი პროექტის დახმარებით.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები შეიძენენ და გაიუმჯობესებენ მასალის მოძიების ხერხებს, ღირსეულ ადამიანთა ნამოღვაწრის გაცნობის უნარებს. მათი მიბაძვის სურვილი მოსწავლეებს ხელს შეუწყობს მომავლის შექმნაში,გაიღრმავებენ ცოდნას ისტორიაში, გეოგრაფიაში,ისტ-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.
4პროექტის მიზნები:ცნობების მოძიება იმ ეპოქიდან,რომელშიც მოუწია ცხოვრება და მოღვაწეობა შოთა რუსთაველს, მის თანამედროვეებს,აგრეთვე ქართველი ერის საგანძურის"ვეფხისტყაოსნის" ძირფესვიანად შესწავლა,შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
5მონაწილეთა ასაკი:13-18 წელი|VIII-XIIკლ|
6.ვადები| ხანგრძლივობა:2014წ. ნოემბერი-2015წ. მაისი
7.მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:შ.რუსთაველის და მისი თანამედროვეების შესახებ მოძიებული ცნობების ელექტრონული ვერსია, ფოტოალბომი,სტენდი, შემოქმედებითი პრეზენტაციები, ბლოგები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ტრანსპორტირების, კვების ხარჯი ექსკურსიისთვის,ადამიანური რესურსი|რჩევის მიღება გამოჩენილ ადამიანებისგან|,ვიდეოგადამღები,ფოტოკამერა,კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები იძიებენ "ოქროს ხანის" ეპოქიდან და შოთა რუსთაველის ცხოვრებიდან ისეთ ეპიზოდებს, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი. ინფორმაციის მოძიებით და ინტერნეტში განთავსებით ისინი წარმოჩინდებიან საზოგადოების წინაშე, რუსთაველის ცხოვრების და მოღვაწეობის შესწავლით ისინი შეძლებენ მისიწარმატებების და პრობლემების გათავისებას, დაიწყებენ ფიქრს იმის შესახებ,როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემების გადაჭრა,რაც გზამკვლევად და მაგალითის მიმცემად გამოადგებათ ცხოვრებაში,ასევე გაითავისებენ ვეფხისტყაოსნის გმირების იმ დადებით თვისებებს, როგორიცაა მეგობრობა, მიჯნურობა,კაცთმოყვარეობა, რაინდული სულისკვეთება, ჰუმანიზმი.
10.საგნებთან| საგნობრივ ჯგუფებთან| ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში-ისტორიაში(იმოგზაურებენ თამარ მეფის ხანაში),გეოგრაფიაში(ექსკურსიის საშუალებით ვარძიაში შეისწავლიან იმ კუთხეების ადგილმდებარეობას, რომლებიც დაკავშირებულია თამარ მეფის და რუსთაველის სახელებთან),ტექნოლოგიების გამოყენებაში(ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით,პრეზენტაციების მომზადებით და ინტერნეტში განთავსებით, ვიდეო და ფოტო-მასალების მოძიებით და ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით, ნამუშევრების განთავსებით ბლოგში),ქართულ ენაში გაიუმჯობესებენ წერის, კითხვის,მხატვრული კითხვის უნარებს,გამოუმუშავდებათ კვლევის, დისკუსიების გამართვის უნარი, ხელოვნებაში გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები,უცხო ენებში გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.სამუშაო ენა:ქართული, რუსული,ინგლისური, თურქული.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი);მთვარისა წიკლაური.
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:wikonino28@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი| ბლოგი:mtvarisawiklauri.blogspot.com.